შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1256
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017399
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1256

2014 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, 2014 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გაზიფიცირებისთვის საჭიროსაპროექტო, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარით გაზრდა.

 3.   ეთხოვოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამუშაოების ნებართვის გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებათა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია