|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №18 დადგენილებაში ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №28 დადგენილების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №18 დადგენილებაში ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №28 დადგენილების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებ.გვერდი 17/07/2014) |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს„ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №28 დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ( საკანონმდებლო მაცნე №29 2010 წლის 24 სექტემბერი მუხლი 822) და გაუქმდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“. |
2.
შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მეორე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისს წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|