„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-07
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.134.016138
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2014 წლის 4 აგვისტო

დაბა ქედა

 

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში (ვებგვერდი 15/07/2014 სარეგ. კოდი 010250050.35.134.016129).
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება თანახმად დანართისა“.
3. შეტანილი იქნას ცვლილება დანართში და დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება“.
4. შეტანილი იქნას ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში:

დებულების პირველი მუხლის მესამე პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „მერიის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე

კრებსითი — სრული ვერსია