|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის“გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის,
ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება |
თავი I
ზოგადი დებულება |
მუხლი 1.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური |
1.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (შემდგომში სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველჰყოფს მოქმედი კანონმდებლობით და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. 2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით ქალაქ ზუგდიდის მერიის დებულების ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად. 3.სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად“. 4.სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით. 5.სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდებით. სამსახურის ადგილსამყოფელია ქალაქ ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზირი N45. |
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები |
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის სფერო. |
1.სამს ახურის საქმიანობა მოიცავს განათლების, (სკოლამდელი განათლების), კულტურის კულტურული მემკვიდრეობის სფეროებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეს და ძეგლთა დაცვას.
|
მუხლი 3.
სამსახურის ამოცანები |
1.სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სკოლამდელი განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია.
თ) მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა და რეაბილიტაცია. სკოლამდელი განათლების კოორდინაცია. ლ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. მ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ნ) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება. ო) განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.
პ) სამსახურის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების განხორციელება. |
მუხლი 4.
სამსახურის ფუნქციები |
1.სამსახურის ფუნქციებია:
ა) ითანამშრომლოს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. |
მუხლი 5.
სამსახურის კომპეტენცია |
1.სამსახური კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით. |
თავი III
სამსახურის სტრუქტურა |
მუხლი 6.
სამსახურის ხელმძღვანელობა |
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის –
სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის –
განყოფილების უფროსის და პროფესიული საჯარო მოხელეებისგან. (გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )
2.სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა)განათლების განყოფილება. ბ)კულტურის განყოფილება. გ)სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; დ)ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილება.
3.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 12.07.2017წ.
|
მუხლი 7.
განათლების განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობასა და რეაბილიტაციას. ბ)სკოლამდელი განათლების კოორდინაციას. გ)სკოლამდელი განათლების სფეროში პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. დ)ანსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალურ წახალისებას. ე)ესაბამისი პროფილის საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას. ვ)მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 8.
კულტურის განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)სახელოვნებო (სამუსიკო, საგუნდო, სამხატვრო) სკოლების მონიტორინგს და ზედამხედველობას. ბ)ფესტივალების, კონცერტების, გამოფენა-გაყიდვების, ლიტერატურულ მუსიკალური კონკურსების საქველმოქმედო და სხვა სახის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას. გ)თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია. დ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ბიბლიოთეკის მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, ბიბლიოთეკისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სხვადასხვა პროგრამების მომზადება და განხორციელება, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებასა და სისტემატიზირებას; ე)შესაბამისი პროფილის თემატური ნაშრომების საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას. ვ)მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 9.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პირობების მომზადებასა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ)წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას სპორტისა და ახალგაზრდულ საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. |
მუხლი 10.
ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველჰყოფს:
ა) მატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ-ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენას და შესაბამისი ორგანოების დაუწყებას შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისათვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ზ)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის სისტემის განვითარების ხელშეწყობა; თ) ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა წარმოჩენა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ი)ტურიზმის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება. კ)მოქმედი კანონმდებლობითა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი |
მუხლი 11.
სამსახურის ხელმძღვანელობა |
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
(გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )
სამსახურის უფროსი: ი)წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და მერის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; კ)ესწრება თათბირებს ასევე საკრებულოს სხდომებს. ლ)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ)ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; 2. სამსახურის განყოფილების უფროსი.
ა)წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
( „გ"და „დ"
ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. 6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. (მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 12.07.2017წ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №57 - ვებგვერდი, 21.08.2017წ.
|
მუხლი 12.
სამსახურის მოსამსახურე |
1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; |
თავი V
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 13.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
1.სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2.დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |