გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2016-01-08
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.148.016210
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 08.01.2016; №5)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი N1 შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი № 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

( ლარებში )

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

V

წამყვანი საჯარო თანამდებობა :

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

VI

უფროსი საჯარო თანამდებობა , მათ შორის :

  ა )   საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

  ბ ) მთავარი სპეციალისტი

 

790

 790

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება № 32 - ვებგვერდი, 01.08.2015წ.


კრებსითი — სრული ვერსია