გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2017-04-18
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.148.016202
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 18.04.2017, №13)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 16.10.2014წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება № 2 8 - ვებგვერდი, 16.10.2014წ.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი N1
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის  დებულება


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 16.10.2014წ.

მუხლი 1. საბიუჯეტო სამსახური
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას და მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება № 2 8 - ვებგვერდი, 16.10.2014წ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი,13.08.2016წ.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება;

ბ) ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის  განყოფილება;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

დ) შესყიდვების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის  დებულებით,  განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის  დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი,13.08.2016წ.

 


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) გამგეობის  სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

ლ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო წარმოებას;

მ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;

ნ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

ო) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

პ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

რ) სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით;

ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ტ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

 უ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

 ფ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

 ქ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ღ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ყ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის დადგენილება № 2 4 - ვებგვერდი, 16.09.2014წ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი,13.08.2016წ.

 


მუხლი 4. სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;

ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;

დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;

ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას;

თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;

ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის  განყოფილება
ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის  განყოფილება  წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;

ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;

ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება
ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება  წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;

ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;

გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.

მუხლი 7. სამსახურის შესყიდვების განყოფილება

 სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

 გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

 დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

 ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

 ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

 ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი,13.08.2016წ.  

 



კრებსითი — სრული ვერსია