|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1); |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N1
|
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახური |
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური/ინფრასტრუქტურული განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ივლისის დადგენილება № 28 - ვებგვერდი, 16.07.2015წ. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება; ბ) სივრცით მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების განყოფილება; გ) ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება; დ) (ამოღებულია - 13.02.2014; №11); ე) (ამოღებულია - 10.10.2014, №29); ვ) (ამოღებულია - 10.07.2015; №28). 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება № 2 9 - ვებგვერდი, 16.10.2014წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ივლისის დადგენილება № 28 - ვებგვერდი, 16.07.2015წ. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, მიღებას, მათ შორის პროექტებში ცვლილებების შეტანას და კორექტირებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ორგანიზებას და მონიტორინგს; ზ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; თ) (ამოღებულია - 12.08.2016; №37); ი) წინადადებების, დასკვნებისა, რეკომენდაციების შემუშავებას და სამუშაოთა ორგანიზებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; კ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; ლ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; ნ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ო) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ჟ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; რ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ს) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ტ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; უ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე გამგებლის ბრძანებების შემუშავებას; ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; ქ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ღ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ყ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; შ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ჩ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ც) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ძ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში და არასამეწარმეო იურიდიულ პირებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; წ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ჭ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო და სასმელი წყლის (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) სისტემების სფეროში შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, ამ დარგში ცალკეული ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების იდენთიფიცირებას და ამ მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას და რეალიზაციის ხელშეწყობას; ხ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას; ჯ) სასმელი წყლის რესურსების მართვისა და ადგილობრივი მნიშვნელობის მელიორაციის სფეროში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი მიმართულების განსაზღვრას, სარწყავი სისტემის, მისი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისათვის, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ჰ) მელიორაციისა და წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადებას და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; ჰ.ა) კოორდინაციას უწევს წყლის რაციონალურად გამოყენებას და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ღონისძიებების შემუშავებას და მართვას, მათ შორის სამელიორაციო, სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზედამხედველობას და კონტროლს; ჰ.ბ) (ამოღებულია - 10.07.2015; №28); ჰ.გ) (ამოღებულია - 10.07.2015; №28); ჰ.დ) (ამოღებულია - 10.07.2015; №28); ჰ.ე) (ამოღებულია - 10.07.2015; №28); ჰ.ვ) (ამოღებულია - 10.07.2015; №28); ჰ.ზ) (ამოღებულია - 12.08.2016; №37);
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება № 2 9 - ვებგვერდი, 16.10.2014წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ივლისის დადგენილება № 28 - ვებგვერდი, 16.07.2015წ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 16.08.2016წ. |
მუხლი 4.
სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება |
ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, მიღებას, მათ შორის პროექტებში ცვლილებების შეტანას და კორექტირებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, ექსპლუატაციის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს; ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობის ორგანიზებას და მონიტორინგს; თ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ი) (ამოღებულია - 12.08.2016; №37); კ) წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების შემუშავებას და სამუშაოთა ორგანიზებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ლ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; მ) (ამოღებულია - 12.08.2016; №37); ნ) მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ამ მიზნით მიმართულებების განსაზღვრას, ღინისძიებების დაგეგმვას, ზედამხედველობას, პროექტების მომზადებას, მათ რეალიზების მონიტორინგს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაში უშუალო მონაწილეობას; ო) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას; პ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას; რ) ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება და შეასაბამისი ცვლილებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება № 2 9 - ვებგვერდი, 16.10.2014წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 19.02.2015წ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 16.08.2016წ. |
მუხლი 5.
სამსახურის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების
განყოფილების ფუნქციები |
სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; თ) მშენებლობის ნებარვების თაობაზე გამგებლის სამართლებრივი აქტების შემუშავებას; ი) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; კ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას; ლ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება |
ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ვ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ზ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში და არასამეწარმეო იურიდიულ პირებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; თ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას; ი) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
ამოღებულია
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება
№
2
9
-
ვებგვერდი, 16.10.2014წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 19.02.2015წ. |
მუხლი 8.
ამოღებულია |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება
№
2
9
-
ვებგვერდი, 16.10.2014წ.
|
მუხლი 9.
ამოღებულია |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ივლისის დადგენილება
№
28 -
ვებგვერდი, 16.07.2015წ.
|