„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-07
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.144.016169
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №37

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. ქარელი

 

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N25  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 21/07/2014; 010260000.35.144.016158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჩ“ ქვეპუნქტი:

 ,,ჩ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის-ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი

,,მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის-ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია