,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
73
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-05
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.457
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2006 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს გამოეყოს თელავის ფილიალი და შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია