„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №344/№01-30/ნ/№147 ერთობლივ ბრძანებაში (www. matsne.gov.ge, 13/05/2014, სარეგისტრაციო კოდი - 470070000.22.034.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი, სახელმწიფო კომისიის მდივანი.“.
|