|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება. |
2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №20 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 21.10.2010; 010260020.35.107.016008). |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილების შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში - „სამსახური“) წარმოადგენს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; გამგეობაში ადამიანური რესურსების მართვას, ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფას, მოსამსახურეთა საქმიანობის ხელშეწყობას, გამგეობის კავშირურთიერთობების ორგანიზებას საზოგადოებასთან და დაწესებულებებთან. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 24.12.2015წ. |
მუხლი 2.
სამსახურის უფლებამოსილება |
სამსახური:
1. უზრუნველყოფს კორესპოდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; 2. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგებლის სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; 3. ორგანიზაციულ დახმარებას უწევს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; 4. ახორციელებს გამგებლის და გამგეობის მიერ ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; 5. ორგანიზებას უწევს გამგებლისა და გამგეობის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან სხვა (მათ შორის საზღვარგარეთ, თვითმმართველ თემებთან, თვითმმართველ ქალაქებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 6. უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას; 7. ორგანიზაციას უწევს გამგეობის მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებას, გამგეობის მოსამსახურეთა პერიოდულ ატესტაციას; 8. აკონტროლებს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას; ამზადებს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; 9. ორგანიზაციას უწევს გამგეობის მოსამსახურეთა სწავლებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას; 10. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე გამგებლის და გამგეობის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; 11. აკონტროლებს კორესპოდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას; 12. უზრუნველყოფს გამგეობაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების მართვას; გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამების მეშვეობით; კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; 13. ორგანიზებას უწევს გამგებლის და გამგეობის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; 14. საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს გამგებელს, გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს. 15. უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო, ანალიტიკურ და პროგრამულ მომსახურებას; 16. უზრუნველყოფს გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტ პორტალის, საიტებისა და ინტერნეტ-გვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას; 17. უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას, სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას; 18. უზრუნველყოფს გამგებელს საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების სათანადო კომპლექსით; 19. ახორციელებს კონტროლს გამგებლის და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე; 20. უწევს გამგებელს სათანადო რეკომენდაციებს და კონსულტაციებს საკრებულოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; 21. ახორციელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნული გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას; 22. საკრებულოს, გამგეობის თანამდებობის პირებისა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; 23. საკრებულოს, გამგეობის თანამდებობის პირებისა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურეობას; 24. საკრებულოს, გამგეობის თანამდებობის პირებისა და და მუნიციპალური სამსახურების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით; 25. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 24.12.2015წ. |
მუხლი 3.
სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა |
1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; დ) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება. 7.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებას მუნიციპალიტეტის გამგებელი. 8) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგებლისა და სხვა თანამდებობის პირების თათბირების ჩატარების ორგანიზებას; ბ) ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარების ორგანიზებას; გ) გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს; დ) გამგეობაში ერთიან საქმისწარმოებას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; ე) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლებისათვის; ვ) გამგეობაში შექმნილი და გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმებრუნვის ელექტრონული სისტემა“ და ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მეშვეობით; კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; ზ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; თ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის; ი) საქმისწარმოებაში ბეჭდებისა და შტამპების სათანადო გამოყენებას; კ) წინადადების მომზადებას მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების თაობაზე, კონტროლს მათ შესრულებაზე; ლ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ნ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ო) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას; პ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ჟ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადებას, საშტატო ნუსხის თაობაზე წინადადებების მომზადებას; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 9. საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგებლისა და სხვა თანამდებობის პირების თათბირების ჩატარების ორგანიზებას; ბ)ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარების ორგანიზებას; გ) გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს; დ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ე) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლებისათვის; ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორამციის მომზადებას; ზ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; თ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის; ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; კ) წინადადების მომზადებას მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების თაობაზე, კონტროლს მათ შესრულებაზე; ლ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ნ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ო) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას; პ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ჟ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადებას, საშტატო ნუსხის თაობაზე წინადადებების მომზადებას; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 10.იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგეობის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან; გ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 11. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ბ) გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარებას, მათ ურთიერთობას სხვა ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან და მოქალაქეებთან; გ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; დ) მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას. ე) გასაცემი საჯარო ინფორმაციის მომზადებას; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოქალაქეთა სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფას; ზ) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ 12. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას; ბ) წინადადებების შემუშავებას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით; გ) გამგებლის წარმომადგენლების კავშირს გამგებელთან; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 10.10.2014წ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 24.12.2015წ. |
მუხლი 4.
დასკვნითი დებულებები |
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გამებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |