შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-06
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.135.016093
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლის 1 აგვისტო

დაბა შუახევი

 

„შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 7 ივლისის № 3 დადგენი­ლებ ით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნას შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების  (რეგლამენტის) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (ხოლო, თუ პარასკევი  არასამუშაო დღეა, წინა  სამუშაო დღეს)“.

2. დებულების (რეგლამენტის) მე-16  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე

კრებსითი — სრული ვერსია