|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილება. (სსმ, 56,29/11/2010. სარ. კოდი: 120280000.35.104.016016). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის,
გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
დებულების რეგულირების სფერო |
1.
ეს დებულება, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და საქმიანობის წესს. |
2.
გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ –
სამსახური) არის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სფეროში შექმნილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.
|
3.
სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები; |
4.
სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებლი. |
5.
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. წალენჯიხა, კ. სალიას ქ. N 7.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვედი, 07.08.2017წ. |
თავი II
სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი |
მუხლი 2.
სამსახურის ძირითადი ამოცანები |
სამსახურის ძირითადი ამოცანებია: |
ა)
უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; |
ბ)
ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა; |
გ)
გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; |
დ)
სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; |
ე)
აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; |
ვ)
რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშვნის) ორგანიზება; |
ზ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი. |
მუხლი 3.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციებია: |
ა)
ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; |
ბ)
17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; |
გ)
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; |
დ)
მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; |
ე)
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; |
ვ)
სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანებულების „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; |
ზ)
ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; |
თ)
თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; |
ი)
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; |
კ)
მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; |
ლ)
სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. |
მუხლი 4.
სამსახურის მოვალეობანი |
სამსახურის მოვალეობებია: |
ა)
აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; |
ბ)
სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; |
გ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; |
დ)
განხორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამისილებანი. |
თავი III
სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობის ორგანიზება და მართვა |
მუხლი 5.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით; |
2.
სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო; |
3.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი; |
4.
სამსახურის უფროსი: |
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; |
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; |
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; |
თ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; |
ი)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის; |
კ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ სათანადო განკარგულების გამოსატანად; |
ლ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე წარსადგენად ამზადებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; |
მ)
ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: |
მ.ა)
სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; |
მ.ბ)
მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; |
მ.გ)
დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში; |
მ.დ)
სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას; |
მ.ე)
გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; |
მ.ვ)
სახელმწიფო (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშვნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას. |
ნ)
დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; |
ო)
სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების იმ გადაწყევეტილებათა შესასრულებალად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს. |
5.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვედი, 07.08.2017წ. |
მუხლი 6.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი |
1.
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: |
ა)
წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ)
ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; |
დ)
დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; |
ე)
ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
2.
სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: |
ა)
აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; |
ბ)
დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; |
გ)
მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები; |
დ)
შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. |
3.
გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
მუხლი 7.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
1.
სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. |
2.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. |
3.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |