,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებით (სსმ/ვებგვერდი 16/07/2014) დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე–20 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულმა კომისიის წევრმა."
2. 47–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს (თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი არ საჭიროებს ოფიციალურ მოწვევას.“
|