,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 401 პუნქტს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ1) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;“.
|