აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016157
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 31.10.2014, N40)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 29 ივლისი

აბაშა

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების დანართის №4 შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №28 დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
აქტის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 29 ივლისს წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები


№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

მოადგილე

1700

3

აპარატის უფროსი

1000

4

კომისიის თავმჯდომარე

1350

5

ფრაქციის თავმჯდომარე

1350

6

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

790

7

განყოფილების უფროსი

790

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 

a)

მთავარი სპეციალისტი

        560

 


კრებსითი — სრული ვერსია