„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-05
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016157
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 29 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ს/ნ 010250050.35.105.016149, 18.07.2014 წ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  დებულების მე-2 მუხლის მე–3 პუნქტში  შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,3. გამგეობას აქვს ბეჭედი და ბლანკი წარწერით ,,საქართველო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა“, ,,GEORGIA. ZUGDIDI MUNICIPALITY  GOVERNMENT”) და  საბანკო ანგარიში მუნიციპალიტეტის სახელით.

2.  დებულების მე-11 მუხლის ,,ზ“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,ზ)  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

         ზ.ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

         ზ.ბ) რეზერვის რიგითებისა და სერჟანტების აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

         ზ.გ) რეზერვის ოფიცერთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

მუხლი 2
მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია

კრებსითი — სრული ვერსია