„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 25 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს;
ბ) 9 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა.“.
|