„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №03 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 16/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016003) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) დადგენილების მე -2 მუხლი ამოღებული იქნეს.
|