„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016016
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 25 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016001) შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

ბ) დადგენილების მე -2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე

კრებსითი — სრული ვერსია