„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016022
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

 2014 წლის 25 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016008) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

ა) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;

დ)განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური;

ე) შიდა აუდიტის სამსახური;

ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ზ) არქიტექტურის, იფნფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური;

თ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.“.

ბ)  მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი;

,,71. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველოს სამუშაოების უზრუნველყოფა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე

კრებსითი — სრული ვერსია