„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016116
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2014 წლის 28 ივლისი

ქ. ხობი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ “ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 165-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის №41 დადგენილებაში   („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 110517015, 20.05.2011 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს.“.

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილი პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლის და გასავლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს შესაბამის უწყებას.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს მე-6 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:

„მუხლი 6

1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის №41 დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისი ახალი სამართალდარღვევის ოქმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადებამდე.

2. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ამ დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნიმუშის მომზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საკრებულოში დასამტკიცებლად წარმოდგენა.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა

კრებსითი — სრული ვერსია