|
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 17/07/2014წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანდართული რეგლამენტი.“ |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით; გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.“ |
2.
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|