საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №728
1997 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. ანჯაფარიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილების გამგე ქეთევან ანჯაფარიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე.შევარდნაძე