„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02.07.2007წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე–16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–9 და მე–10 პუნქტები:
„9. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით.“.
|