„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებით (სსმ III, 31/05/2010 წ.) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. იმ პერიოდში, როდესაც მოსამსახურე, სამინისტროს შუამდგომლობით, აგრეთვე სამინისტროს ან/და „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის დაფინანსებით, გადის სასწავლო კურსს, ასეთი კურსის ხანგრძლივობის მიუხედავად, მას არ მიეცემა სასწავლო შვებულება.“.
|