საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანება N79 „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის N84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-25
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.025.016149
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანება N79 „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის N84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №79

2014 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

,, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №84 ბრძანებით დამტკიცებულ (ვებგვერდი, 02/05/2013, 010240030.22.025.016101) ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურაა:

ა) მინისტრის აპარატი:

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

დ.ა) ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების საამმართველო;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ე.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ე.ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ.ა) საბიუჯეტო საფინანსო სამმართველო;

ვ.ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ზ.ა) ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველო;

თ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

ი) ანალიტიკური დეპარტამენტი.“.

,,მუხლი 12. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

1. საერთაშორისო ურთირთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. საერთაშორისო ურთირთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს მიერ  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;

ბ)   უცხო ქვეყნების  სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობების  კოორდინაცია;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება,  გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებათა კოორდინაცია.

დ) დეპარტამენტის სტრუქტურაშია  ევროინტეგრაციის საკითხთა სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს:

დ.ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,  ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

დ.ბ) კომპეტენციის  ფარგლებში, ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების,  შეხვედრებისა  და სხვა ღონისძიებათა  შესახებ ინფორმაციის მიღებას,  დამუშავებას, ანალიზს, ანგარიშის მომზადებას, ასევე  სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის  შესაბამისი   წინადადებების წარდგენას;“.

 

2. ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან.

 


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე

კრებსითი — სრული ვერსია