|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 30/01/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.116.016105) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირებისა და სამუშაო აღწერილობების შესაბამისად და მოიცავს გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.“; ბ) მე–4 პუნქტიდან ამოღებული იქნას ,,ბ“ ქვეპუნქტი; გ) მე-6 პუნქტიდან ამოღებული იქნას ,,ა“ ქვეპუნქტი; დ) მე-6 პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან უმცროს საჯარო თანამდებობაზე მუშაობის ორწლიანი გამოცდილება მაინც.“. 2. დადგენილების დანართ №1–ში ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ ორგანული კანონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი.“. 3. დადგენილების დანართ №1–ში ამოღებული იქნას ტერმინი „32. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|