სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
02-821/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2014-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-21
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-821/ო

 

2014 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შ.პ.ს.  ,,ICC Intensive Care Centre“-ზე (მის: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. №70) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია‘’ (სალიცენზიო მოწმობა N002142, ბრძანება N02-774, 11.06.2013წ.).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შ.პ.ს. ,, ICC Intensive Care Centre “-ს დირექტორის ვიქტორია მიხაილოვას განცხადება №61044, 13. 06. 2014 წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                          გია თვალავაძე

კრებსითი — სრული ვერსია