ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2017-06-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.134.016134
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 30.06.2017, №8)

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2014 წლის 18 ივლისი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის  ,,დ.ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა“, №6; 19.01.08; გვ.6).
მუხლი 3
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №14 დადგენილების ამოქმედების დღიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე



დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები


თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

განყოფილების უფროსი-უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

810

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე  – უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

წამყვანი  სპეციალისტი  – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

560

დამხმარე მოსამსახურე - მძღოლი

500

დამხმარე მოსამსახურე-დამლაგებელი

460

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.

კრებსითი — სრული ვერსია