საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1230
2014 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხისგამოყოფისშესახებ
„ მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის № 523განკარგულებ ის შესაბამისად,დაგეგმილი რეგულარული ავიარეისების საფასურის ნაწილის (ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გამოკლებით) დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს2014წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 681 999 (ექვსას ოთხმოცდაერთი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი , შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ გადასაცემად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი