საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1203
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017347
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1203

2014 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, გამოუყოს, 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                   ირაკლი ღარიბაშვილი 

 

კრებსითი — სრული ვერსია