ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1196
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017389
ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1196

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

    1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია ამ განკარგულების დანართში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირებისმიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

    2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების  ფარგლებში, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

    3. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ სათანადო ქმედებები.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

№

რეგიონი

მუნიციპალიტეტი

სოფელი

 

აბონენტთა რაოდენობა

მუდმივი მცხოვრები

სეზონური

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

1

სვანეთი

ლენტეხი

მანანაური

2

9

2

სვანეთი

ლენტეხი

ცხუმალდი

1

1

3

სვანეთი

ლენტეხი

ბავარი

 

22

 

25

 

 

კრებსითი — სრული ვერსია