საქართველოს მთავრობას და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1194
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017387
საქართველოს მთავრობას და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1194

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობას და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე.

2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.

3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების, მათ შორის, გარანტიის გამცემი ბანკისათვის წერილობითი თანხმობის წერილის ხელმოწერის, კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის (500 000.00 აშშ დოლარი) გაუქმების თაობაზე, განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია