ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2017-08-11
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016153
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 11.08.2017, №15)

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2014 წლის 17 ივლისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი N1 შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის N22 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

( ლარებში )

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

V

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

VI

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

790

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560

VIII

 

დამხმარე მოსამსახურე ( ტექნიკური მუშაკი ) მძღოლი

560

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 29.10.2014წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №49- ვებგვერდი, 31.12.2015წ.


კრებსითი — სრული ვერსია