„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-22
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.151.016149
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 18 ივლისი

დ. სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის   გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი  სარგოს  განაკვეთების  განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/01/2013, 190040000.35.151.016117) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის  მე-3 პუნქტი (გრაფა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

- „3. სამსახურის უფროსი - 900“;

მუხლი 2
  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი

კრებსითი — სრული ვერსია