ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-26
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.123.016230
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 10.10.2014, №45)

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2014 წლის 16 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად.

                                                                                  /დანართი დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი



 დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესახებ

 

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი განაკვეთი ლარებში

 

მთავარი საჯარო თანამდებობა

 

   1.

ქალაქ ქუთაისის მერი

2750

2.

მერის პირველი მოადგილე

2100

3.

მერის მოადგილე

2050

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

 

4.

სამსახურის უფროსი

1490

5

სამსახურის უფროსის მოადგილე

1250

6.

მერის მრჩეველი

1200

 

უფროსი საჯარო თანამდებობა

 

7.

განყოფილების უფროსი

900

8.

თანაშემწე

800

9.

ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი

850

10.

მთავარი სპეციალისტი

580

 

უმცროსი საჯარო თანამდებობა

 

11

წამყვანი სპეციალისტი

550

12.

უფროსი სპეციალისტი

520

13.

სპეციალისტი

450

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №39 – ვებგვერდი, 19.09.2014წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 17.10.2014წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 01.12.2014წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია