ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.170.016002
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 28.12.2017, №32)

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2014 წლის 14 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ვ.“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება  წარმოდგენილი რედაქციით, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის);
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია



დანართი
ქალაქ ზუგდიდის  საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი განყოფილებებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.

2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.

3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ, მუდმივ  და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს.


მუხლი 2.  აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.

2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.


მუხლი 3.  აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.

ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.

გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში.

დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა.

ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.

ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების  სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.


თავი II
აპარატის სტრუქტურა

მუხლი 4
აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი).

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.

მუხლი 5. აპარატის შემადგენლობა
აპარატი შედგება მეორადი სტუქტურული ერთეულებისგან. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განოფილება;

ბ) საფინანსო და მატერიალურ–ტექნიკურ საკითხთა განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.


თავი III
აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები

მუხლი 6.  საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განოფილება;
  1. საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განოფილება:

ა) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;

 ბ)   მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში;

 გ) ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში;

 დ) ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

 ე) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

 ვ)   ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

 ზ)  უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოხელეთა პირადი საქმეების სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;

 თ) აფორმებს აპარატის მოხელეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდ ან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

 ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

 ლ)   უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

 მ)   აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანანმდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის განსახილველად გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

 ნ) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

 ო) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

პ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.


მუხლი 7. საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება
საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვას და ანალიზს;

 ბ) ადგენს საკრებულოს შენახვის ხარჯებს.

 გ) ახორციელებს საკრებულოსა და აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმას;

დ)ახორციელებს საკრებულოს მოხელეთა შრომის ანაზღაურებისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დაგეგმვასა და მოთხოვნათა წარდგენას;

 ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს თავმჯდომარეს აპარატის საჯარო მოხელეების წახალისებაზე ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე;

ვ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

 ზ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოხელეების მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას.

 თ) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერუიალურ ფასეულობათა აღრიცხვას,შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას.

 ი) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულო აპარატის უფლებამოსილების განოხორციელებისათვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღმასრულებელი ორგანოსთვის წარსადგენად.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.


მუხლი 8. საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება
საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება:

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

 ბ) ორგანიზაციას უწევს სხოდმებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

გ) ორგანიზებას უწევს თანანმდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

 დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

  ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

  ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 ზ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

  თ) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ი) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


თავი IV
აპარატის ხელმძღვანელობა

მუხლი 9. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს დასამტკიცებლად;

ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4.აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5.აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.


მუხლი 10. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. აპარატის განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის  წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს განყოფილების მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის თანამდებობრივ მოვალეობებს; პირველადი სტრუტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოხელეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირველად სტრუქტურულ მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ზ) უქმნის შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს.

3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.


თავი V
აპარატის საჯარო მოხელეები

მუხლი 11. აპარატის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1.აპარატის საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2.აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.


მუხლი 12. აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.07.2017წ.



კრებსითი — სრული ვერსია