საქართველოს მთავრობის
დადგენილება №238
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. უხარისხო დიზელის საწვავის შემადგენლობა განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა, გამოიწვიოს რესპირატორული, გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება.
ეს დადგენილება არეგულირებს დიზელის საწვავს, რომელსაც მოიხმარს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები.
დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპაში დადგენილ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:
ა.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;
ა.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;
ა.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
ა.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;
ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე :
ბ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;
ბ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ / კგ;
ბ.გ) სიმკვრივე 15° C – არა უმეტეს 845 კგ / მ3;
ბ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 %;
გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე:
გ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 47;
გ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 300 მგ/კგ;
გ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
გ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;
დ) 2014 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე:
დ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;
დ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ;
დ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%;
ე) 2016 წლის 1 იანვრიდან:
ე.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;
ე.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 150 მგ/კგ;
ე.გ) სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3;
ე.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%;
ვ) 2017 წლის 1 იანვრიდან:
ვ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;
ვ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 100 მგ/კგ;
ვ.გ) სიმკვრივე 15 0C – არაუმეტეს 845 კგ/მ 3;
ვ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%;
ზ) 2019 წლის 1 იანვრიდან:
ზ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;
ზ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ;
ზ.გ) სიმკვრივე 15 0C – არაუმეტეს 845 კგ/მ 3;
ზ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%.
ზ1) 2021 წლის 1 მარტიდან:
ზ1.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48-ისა;
ზ1.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ-ისა;
ზ1.გ) სიმკვრივე 15°C – არაუმეტეს 845 კგ/მ3-ისა;
ზ1.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%-ისა;
ზ1.ე) დისტილაცია: მოცულობითი წილის 95% იხდება არაუმეტეს 360°C-ზე;
ზ1.ვ) აფეთქების ტემპერატურა (დახურულ ტიგელში) – 55°C-ზე მაღლა;
ზ1.ზ) წყლის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ-ისა;
თ) 2023 წლის 1 იანვრიდან:
თ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51-ისა;
თ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;
თ.გ) სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3-ისა;
თ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%-ისა;
თ.ე) დისტილაცია – მოცულობითი წილის 95% იხდება არაუმეტეს 3600C-ზე;
თ.ვ) აფეთქების ტემპერატურა (დახურულ ტიგელში) – 550C-ზე მაღლა;
თ.ზ) წყლის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ-ისა;
2. დიზელის ხარისხის ანალიზისთვის გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტები (ისო) ან/და ევროპული ნორმები (ენ) ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტი სხვა მეთოდები და სტანდარტები.
21. ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ იმპორტირებული დიზელის საწვავი შესაძლებელია, არ შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს, თუ აღნიშნული დიზელის საწვავი გამოყენებული იქნება მხოლოდ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი