შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/03/2014; სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016760) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) სპეციალობა: ეკონომიკა, ფინანსები, სამართალმცოდნეობა;".
|