„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-09
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.016535
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №28

2014 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111215013, 16/12/2011წ.) დამტკიცებული  წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სტაჟიორის მიღება შეიძლება კონკურსის გავლის გარეშე, თუ კანდიდატის სამინისტროს სისტემაში დასაქმება ემსახურება კომპეტენტური კადრების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია