|
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-14 მუხლს დაემატოს ,,გ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.”.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|