„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
432
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-07
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.018052
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №432

2014 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
მუხლი 1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2014,  010240030.10.003.017718)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

2. სახელმწიფო მინისტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს.

3. სახელმწიფო მინისტრის დავალებით, მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, განკარგავენ აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

№

თანამდებობა

რაოდენობა

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

2

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

4

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

1

5

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

1

6

დეპარტამენტის უფროსი

5

7

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

6

8

ფინანსური მენეჯერი

1

9

სამმართველოს უფროსი

2

10

იურისტი

1

11

მთავარი სპეციალისტი

17

 

სულ:

38“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია