|
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 აპრილის №8 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016084) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. შპს „ენერგოტრანსისათვის“ დამტკიცდეს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ქვესადგურების საკუთარი მოხმარების ჩათვლით) შემდეგი სიდიდეები პროცენტებში:
ა) საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ყველა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (სალტეებიდან გაშვება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული გაშვებიდან:
– 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,23 %; – 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,4%.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის დადგენილი 0,4 % ოდენობის დანაკარგი გამოიყენება მხოლოდ სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ–იანი ქსელით (ეგხ „მესხეთი“ + ახალციხის ქვესადგური მუდმივი დენის ჩანართით) ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებისას.
ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის ან/და ტრანზიტის განხორციელებისას, სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ ძაბვის ქსელში სრული მიღებიდან: – 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3,55 %.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|