|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დადგენილებით დამტკიცებული №1, №3, №4 და №5 დანართებისა და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება აღნიშნული დანართებით განსაზღვრული ნივთიერებებისა და ნარჩენების რეგულირების ნაწილში შეჩერდეს 2015 წლის 31 მაისამდე.“. |
| მუხლი 2 |
1. (ამოღებულია - 27.05.2015, №231).
2. (ამოღებულია - 27.05.2015, №231). 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2015 წლის 1 თებერვლამდე, უზრუნველყოს „პრეკუსორების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების) იმპორტის და ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 28.05.2015წ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|