„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
205
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-09
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016653
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №205

2014 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში „ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“ შეტანილ იქნეს ცვლილება და სახაზინო კოდი - „3243“-ის (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში) წინ დაემატოს შემდეგი შინაარსის „3242“ სახაზინო კოდი:

„შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო

3242“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია