ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2014-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-04
ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბერმუხა“-ს კრედიტორთა კრების შესახებ

ამონაწერი

სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

შპს „ბერმუხა’ს“ კრედიტორთა კრების შესახებ

 

2014 წლის 1 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

      

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით,                

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეული იქნეს შპს ,,ბერმუხას’’ კრედიტორთა კრება 2014 წლის 11 ივლისს,16:00 საათზე, დღის წესრიგით _ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                              გენადი მაკარიძე

 

სხდომის მდივანი                   ნოდარ გიორგიძე

    

 

კრებსითი — სრული ვერსია