„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
261
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-04
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016948
„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №261

2014 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2014 წლის 30 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.

მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:  

1. აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ.

2. შეატყობინოს ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების შესახებ.

მუხლი 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

გ. მარგველაშვილი

პრემიერ-მინისტრი      ი. ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია