ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1102
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017296
ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრ ობის

განკარგულება № 1102

2014 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

მირიანე ოდიშარია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი , კომისიის თავმჯდომარე;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

კონსტანტინე სურგულაძე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

მაია ფანჯიკიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე.

2. კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები .

3. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქართული კინოს განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) წინადადებათა შემუშავება ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე ;

გ ) შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ (ს/კ 400051199) სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების მიზნით, წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა.

4. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.

პრემიერ- მინისტრი                         ი. ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია