|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2011, 010170000.10.003.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა დავით დარახველიძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე; პაატა ზაქარეიშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; გიორგი ზედელაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; დავით ზალკალიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; თამაზ მარსაგიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; თეონა აქუბარდია - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; ირაკლი კოკაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ: გუბაზ სანიკიძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს; ეკა ბესელიას - საქართველოს პარლამენტის წევრს; უჩა ნანუაშვილს - საქართველოს სახალხო დამცველს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|